შაბათი, 11.01.2025, 09:42
მოგესალმები სტუმარი
RSS
ფიზიკის სახელმძღვანელოები
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [252]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ნიუტონის მესამე კანონი

ნიუონის მესამე კანონ

არაერთხელ გვითქვამს, რომ სხეულების ერთიმეორეზე მოქმედება ყოველთვის თანაზიარია, რომ სხეულებსშორის მუდამ ურთიერთქმედებას აქვს ადგილი. ახლა მეგვიძლია ვთქვათ, რომ ურთიერთმოქმედი სხეულებიდან ყოველი მათგანი მოქმედებს მეორეზე რაღაც ძალით. სწორედ ამიტომაც ყოველი სხეული იღებს აჩქარებას. ცნობილია, რომ ორი ურთიერთქმედ  სხეულის აჩქარებათა აბსოლუტურ მნიშვნელობათა შეფარდება უდრის მათი მასების შებრუნებულ შეფარდებას:

აქედან

იქვე მითითებული იყო, რომ აჩქარებები, რომლებსაც ორივე სხეული ურთიერთქმედების შედეგად იძენს, ერთიმეორის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამიტომ შეიძლება დავწეროთ

მაგრამ სხეულის მასის თავის აჩქარებაზე ნამრავლით განისაზღვრება ამ სხეულზე მოქმედი ძალა.

თუ პირველ სხეულზე მოდებულ ძალას ავღნიშნავთ 

ეს ტოლობა გამოსახავს  ნიუტონის მესამე კანონს.

სხეულები ერთიმეორეზე მოქმედებენ ძალებით, რომლებიც ერთი და იმავწრფის გასწვრივ არის მიმართული, აბსოლუტური მნიშვნელობებით ოლია და მიმართულებით საპირისპირო.

ნიუტონის მესამე კანონი გვიჩვენებს, რომ სხეულების ერთი მეორეზე  „თანაზიარი“  მოქმედების გამო, ძალები ყოველთვის წყვილ-წყვილად აღიძვრება. თუ რომელიღაც სხეულზე მოქმედებს ძალა, მაშინ აუცილებლად არის რომელიღაც მეორე სხეული, რომელზეც პირველი მოქმედებს იგივე აბსოლუტური მნიმვნელობის, მაგრამ საწინააღმდეგოდ მიმართული ძალით. აჩქარებებიც, რომლებსაც ეს ძალები სხეულებს მიანიჭებს, აგრეთვე ერთიმეორის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ნიუტონის მესამე კანონის აზრს შემდეგი ცდა განმარტავს. ავიღოთ ორი ერთნაირი ურიკა, რომელთაგან ერთ-ერთზე ფოლადის დრეკადი ფირფიტაა დამაგრებული. ეს ფირფიტა მოვღუნოთ და ძაფით შევკრათ, ხოლო მეორე ურიკა ისე მივადგათ, რომ ფირფიტის მეორე ბოლოს მჭიდროდ ეხებოდეს (ნახ. 96). ძაფი გადავჭრათ. ფირფიტა გამართვას დაიწყებს და დავინახავთ, რომ ორივე ურიკა ამოძრავდება. ეს ნიშნავს, რომ ორივე ურიკამ აჩქარება მიიღო. რადგანაც ურიკების მასა ერთნაირია (ფირფიტის მასა შეიმლება უგულებელვყოთ), ამიტომ მათი აჩქარებებიც მოდულით ერთი და იგივე იქნება;  მაშასადამე, ერთი და იგივე იქნება სიჩქარეებიც, რაშიც შეიძლება დავრწმუნდეთ იმით, რომ ერთსა და იმავე  დროში ურიკების გადაადგილებათა სიგრძეები იქნება ერთი და იგივე. თუ ერთ-ერთ ურიკაზე რაიმე ტვირთს დავდებთ (ნახ. 97), დავინახავთ, რომ ფირფიტის განთავისუფლების შემდეგ ურიკების გადაადგილებები ერთნაირი არ იქნება. ეს ნიშნავს. რომ მათი აჩქარებებიც ერთნაირი არ არის: დატვირთული ურიკის აჩქარება ნაკლებია. ამ მაგალითმი, ისე როგორც ნებისმიერ სხვა მაგალითშიც, შეიძლება შევნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ორი ძალისა, რომლებიც ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ერთდროულად აღიძვრება  ორი სხეულის ურთიერთქმედების დროს: ეს ძალები მუდამ ერთნაირი ბუნებისაა. თუ მაგალითად, ერთ სხეულზე მეორის მხრიდან დრეკადობის ძალა მოქმედებს, მაშინ პირველი ამ მეორე სხეულს აგრეთვე დრეკადობის ძალით ,,პასუხობს“. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ებ, როებიც სხულთან ურთიერთქმედების დროს  გვაქვს, სხვადასხვა სხეუზეა  მოებუ და ამიტომ ერთიმეორის გაწონასწორება არ შეუძიათ.  გაწონასწორება შეუძლია მხოლოდ ისეთ ძალებს, რომლებიც ერთსა და იმავე სხეულზეა მოდებული.

 

 

<<<უკან წინ>>>

 

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: Zabo (01.12.2014)
ნანახია: 3708 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • uCoz Community
  • uCoz Manual
  • Video Tutorials
  • Official Template Store
  • Best uCoz Websites

  • Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz