მოლეკულათა ურთიერთქმედების ძალა . ნივთიერების მოლეკულებს შორის არსებობს ურთიერთქმედების ძალა, რომელსაც მოლეკულური ძალა ეწოდება. მოლეკულები რომ ერთმანეთს არ იზიდავდეს, მაშინ ყველა ნივთიერება ნებისმიერ პირობებში მხოლოდ აირად მდგომარეობაში იქნებოდა. სწორედ მიზიდვის ძლების გამოა, რომ მოლეკულები ერთმანეთთან ახლოა და თხევადსა და მყარ სხეულებს ქმნიან.