მსოფლიო მიზიდულობის ძალა. გრავიტაციული მუდმივა
ნიუტონმა აღმოაჩინა სხეულთა მოძრაობის კანონები. ამ კანონების თანახმად აჩქარებული მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ ძალის მოქმედებით რადგან ვარდნილი სხეულები აჩქარებით მოძრაობენ, ამიტომ მათზე უნდა მოქმედებდეს ქვევით (დედამიწისაკენ) მიმართული ძალა. მაგრამ მხოლოდ დედამიწას გააჩნია მისი ზედაპირის მახლობლად მდებარე სხეულების მიზიდვის თვისება? 1667 წ. ნიუტონმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საზოგადოდ ყველა სხეულს შორის მოქმედებს ურთიერთმიზიდვის ძალები. მან ამ ძალებს მსოფლიო მიზიდულობიხ ძალები უწოდა.