შაბათი, 11.01.2025, 12:50
მოგესალმები სტუმარი
RSS
ფიზიკის სახელმძღვანელოები
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [252]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის მოძრაობა

ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის მოძრაობა 

ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის მოძრაობა  

სხეულის ვერტიკალურად ზევით მოძრაობისას საჭიროა მას მივანიჭოთ ვრტიკალურად ზევით მიმართული  საწყისი სიჩქარე. თუ კოორდინატთა ღერძი (მაგ. Y ღერძი) მიმართულია ვერტიკალურად ზევით, მაშინ   ვექტორის პროექცია დადებითია,  ვექტორის პროექცია კი უარყოფითი იქნება, კოორდინატთა ღერძის მიმართულების შეცვლისას აღნიშნული ვექტორების პროექციების ნიშნები სათანადოდ იცვლება.

zevit

     ქვემოთ განხილულ შემთხვევაში  კოორდინატთა ღერძის მიმართულებას მივიჩნევთ ვერტიკალურად ზევით, ათვლის სხეულად კი-დედამიწის ზედაპირს, მაშინ ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის მოძრაობა იქნება წრფივი თანაბრად შენელებული, მისი სიჩქარე  დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ერთი და იმავე სიდიდით მცირდება. ამ მოძრაობის სიჩქარისა და გადაადგილების ფორმულები ვექტორული სახით ასე ჩაიწერება

სადაც  და   პროექციების ნიშნის მხედველობაში მიღებით (1.29) და (1.30) ფორმულები სათანადოდ გვაძლევს:

როდესაც სხეული ვერტიკალურად ზევით მოძრაობის დროს მიაღწევს თავის მაქსიმალურ სიმაღლეს, მისი სიჩქარის ვექტორის პროექციის აბსოლუტური მნიშვნელობა გახდება ნულის ტოლი. სხეული ჩერდება. შემდეგ იგი დაიწყებს მოძრაობას ქვევით-თავისუფალ ვარდნას უსაწყისო სიჩქარით.

    მაგალითის სახით გამოვთვალოთ ვერტიკალურად ზევით ასრულილი სხეულის მოძრაობის ზოგიერთი დამახასიათებელი სიდიდე:

1. მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო.

როგორც ვთქვით, მაქსიმალურ სიმაღლეზე  ამიტომ (1.31)-დან ვღებულობთ , საიდანაც

                                                                                                   

მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის   დრო სხეულის სიჩქარის პირდაპირპროპორციულია.

2.დედამიწის ზედაპირიდან () ვერტიკალურად ზევით მოძრავი სხეულის ასვლის(მაქსიმალური სიმაღლე) რომ ვიპოვოთ, (1.32)-ში დავუშვათ  და     მივიღებთ:


ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის მაქსიმალური სიმაღლე საწყისი სიჩქარის კვადრატის პირდაპირპროპორციულია.

3. დავამტკიცოთ, რომ ვერტიკალურად ზევით მოძრავი სხეულის მაქსიმალურ სიმაღლე

ასვლის დრო ტოლი არის ამ სიმაღლიდან დედამიწაზე ვარდნის  დროის შუალედისა, ე.ი. ასვლისა და ვარდნის დრო ერთმანეთის ტოლია. როგორც ვნახეთ –ვარდნის დრო კი, როდესაც   ტოლია

თუ (1.35)-ში შევიტანთ    მნიშვნელობას, (1.34)–დან მივიღებთ: 

4. დავამტკიცოთ, რომ ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის საწყისი   და საბოლოო  სიჩქარე  (დედამიწაზე დაცემის მომენტში) სიდიდით ერთმანეთის ტოლია.

მივმართოთ  Y ღერძი ვერტიკალურად ზევით: ათვლის წერტილად მივიღოთ დედამიწა, ზევით მოძრავი სხეულის სიჩქარის ვექტორი  მისი პროექცია Y  ღერძზე გვაძლევს 

სხეულის  სიჩქარე  სიმაღლეზე ასვლისას ნულის ტოლია, ამიტომ 

სიმაღლიდან სხეული იწყება ვარდნას უსაწყისო სიჩქარით, ამიტომ ვარდნის სიჩქარე (1.24)–დან  მისი პროექცია კი   დედამიწაზე ვარდნის მომენტში  კი  (1.37'). ვიცით, რომ   ამიტომ (1,37) და (1. 37') შედარება გვაძლევს 

თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საწყისი  სიჩქარის ვექტორის პროექცია დადებითია   მაშინ   რაც ნიშნავს იმას, რომ  და   ვექტორებს აქვთ ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულება.

    იგივე შედეგს მივიღებთ, თუ სხეული მოძრაობას იწყებს ვერტიკალურად ზევით, დედამიწის ზედაპირის რომელიმე მახლობელი წერტილიდან. ამ წერტილში სხეული ბრუნდება იმ სიჩქარით, რა სიჩქარითაც იყო იგი ასროლილი.


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: Zabo (28.11.2013)
ნანახია: 3791 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • uCoz Community
  • uCoz Manual
  • Video Tutorials
  • Official Template Store
  • Best uCoz Websites

  • Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz