შაბათი, 11.01.2025, 10:05
მოგესალმები სტუმარი
RSS
ფიზიკის სახელმძღვანელოები
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [252]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

ინერტიულობა

სხეულთინულობა

იმ ცდებიდან, რომელთა შესახებ წინა პარაგრაფში იყო ლაპარაკი, გამოდის, რომ ორი სხეულის ურთიერთქმედების შედეგად მიღებულ  აჩქარებათა ფარდობა დამოკიდებულია არა ურთიერთქმედების ხერხზე, არამედ მხოლოდ თვით სხეულებზე. აქედან გამოდის, რომ ყოველი სხეული ხასიათდება, რაღაც ისეთი განსაკუთრებული თვისებით, რომელიც განსაზღერავს მისი აჩქარების ფარდობას იმ სხეულის სიჩქარებასთან, რომელთანაც, ურთიერთქმედებს.    რა თვისებაა ეს? როდესაც სხეული აჩქარების გარეშე მოძრაობს, ე. ი. სიჩქარის შეუცელელად, მის შესახებ იტყვიან, რომ ინერციით მოძრაობს. სხეულების ურთიერთქმედების დროს თითოეული სხეულის სიჩქარე იცვლება. დადგენილია,  რომ ურთიერთქმედების შედეგად სხვადასხვა სხეულები სხეადასხვა აჩქარებას იღებს. რადგანაც ერთ-ერთი სხეულის აჩქარება აღმოჩნდა ნაკლები მეორის აჩქარებაზე, შეგვიdლია დავასკენათ, რომ ურთიერთქმედების ერთი და იმავე დროის განმავლობაში ერთ-ერთი სხეულის სიჩქარე უფრო ნაკლებად იცვლება, ეიდრე მეორისა. გავიხსენოთ, რომ  სხეულის აჩქარება უდრის სიჩქარის ცვლილების ფარდობას დროის იმ  t შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ეს ცვლილება მოხდა:

ამიტომ, რაც ნაკლებია სხეულის აჩქარება, მით ნაკლებად იცვლება მისი სიჩქარე მოცემულ  t დროში. იმ  სხეულის შესახებ, რომლის სიჩქარე ურთიერთქმედების შედეგად ნაკლებად იცვლება, იტყვიან, რომ უფრო ინერტულია, ვიდრე მეორე სხეული.

ინერტულობა  თვისებაა, რომელიც ყველა სხეულს ახასიათებს. იგი იმაში გომარეობს, რომ მოცემული სიდიდით სხეულისიჩქარის შეცვისათვის  საჭიროა, რათა მეორე გარკვეული სხეულის მოქმედება მასზე გრძელდებოდეს რაღაც დროის განმავლობაში.  რამდენადაც ეს დრო მეტია, იმდენად ინერტულია სხეული. ორ ურთიერთქმედ სხეულებს შორის ისაა უფრო ინერტული, რომელიც ნელა იძენს სიჩქარეს. შემდეგი  ცდა განსაკუთრებული სიცხადით გვიჩვენებს, თუ როგორ გამოვლინდება სხეულის ინერტულობა და რა როლს ასრულებს ერთი სხეულის მეორეზე მოქმედების დრო.

წერილ ძაფზე ბირთვი ჰკიდია  (ნახ. 82, ა), ბირთვზე ქვემოთ ასეთივე მეორე ძაფია მიმაგრებული. ქვედა ძაფს თუ სწრაფად დავწევთ, ქვედა გაწყდება, ხოლო ბირთვი უძრავად  რჩება ზედა ძაფზე ჩამოკიდებული (ნახ. 82, გ). მაგრამ თუ ქვედა ძაფს ნელ-ნელა ჩამოვწევთ, მაშინ გაწყდება ზედა ძაფი და ბირთვი ჩამოვარდება (ნახ. 82, ბ). ეს იმით აიხსნება, რომ  როცა ქვედა ძაფს სწრაფად დავწევთ, მაშინ, ამით გამოწვეული ზემოქმედება  ბირთვზე იმდენად ხანმოკლეა, რომ  ბირთვი ვერ ასწრებს

burtula.jpgშესამჩნევად გაზარდოს თავისი სიჩქარე. უმნიმვნელოა მისი ქვემოთ გადაადგილებაც. ამიტომ  ზედა ძაფი არ წყდება. ქვედა ძაფს მცირე ინერტულობა აქვს და ჩამოკვრისას მნიშვნელოვან სიჩქარეს მიიღებს და ასრულებს გაწყვეტისათვის საკმარის გადაადგილებას. როცა ქვედა ძაფს ნელ-ნელა ვეწევით ქვევით, მისი მოქმედება სფეროზე დიდხანს გრძელდება და ამ დროის განმავლობაში სფერო ასწრებს მნიშლოვანი სიჩქარის მიღებას და გადაადგილდება იმდენად, რაც საკმარისია ამ მომენტისათვის უკვე  გაჭიმული ზედაძაფის გასაწყვეტად.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: Zabo (28.11.2014)
ნანახია: 5877 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 tika  
0
ukacravad shecdoma gaqvt sheucvlelad magis nacvlal giweriatt sheucelelad amitom gamoasworet

სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • uCoz Community
  • uCoz Manual
  • Video Tutorials
  • Official Template Store
  • Best uCoz Websites

  • Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz