შაბათი, 11.01.2025, 12:58
მოგესალმები სტუმარი
RSS
ფიზიკის სახელმძღვანელოები
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [252]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

გეი-ლუსაკის კანონი.(გაგრძელება)

იზობარები. ვისარგებლოთ აირის მოცულობის  მიღებული მნიშვნელობებით, რომლებიც სხვადასხვა ტემპერატურასა და ერთსა და იმავე წნევას შეესაბამება, და ავაგოთ V-ს,  t-ზე დამოკიდებულების გრაფიკი. ეს დამოკიდებულება გამოისახება წრფით, რომელსაც იზობარა ეწოდება. ასეც უნდა იყოს (2.5) ფორმულის მიხედვით. სხვადასხვა წნევას შეესაბამება

        

სხვადასხვა იზობარა (სურ.26). ბოილ-მარიოტის თანახმად, მუდმივი ტემპერატურის დროს წნევის დადებით აირის მოცულობა კლებულობს, ამიტომ მაღალი p2  წნევის შესაბამისი იზობარა უფრო ქვემოთაა, ვიდრე დაბალი p1  წნევის შესაბამისი იზობარა.

იდეალური აირი. თუ გავაგრძელებთ იზობარებს დაბალი ტემპერატურის იმ უბანში, სადაც გაზომვები არ ტარდებოდა, მაშინ ყველა წრფე ტემპერატურის ღერძს გადაკვეთს წერტილში, რომელიც ნულის ტოლ მოცულობას შეესაბამება (წყვეტილი 26-ე სურათზე). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აირის მოცულობა მართლაც ნულის ტოლი იქცევა, სითხისათვის კი არც გეი-ლუსაკის და არც ბოილ-მარიოტის კანონი ძალაში არ არის. აირის ძირითად კანონებს რეალური აირი ემორჩილება მხოლოდ  მიახლოებით და მით უფრო ნაკლები სიზუსტით,რაც  უფრო მეტია აირის სიმკვრივე  და დაბალია მისი ტემპერატურა. აირს, რომელიც ზუსტად დაემორჩილება აირის კანონებს, იდეალური ეწოდება.

მოცულობის დამოკიდებულება აბსოლუტურ ტემპერატურაზე. კლევინის სკალის მიხედვით გეი-ლუსაკის კანონი (2.5) უფრო მარტივად შეიძლება დავწეროთ;

რადგან , ხოლო (2.6) დან  t = T 273 შეგვიძლია 1+at წარმოვადგინოთ ასე;

  ამიტომ  (2.5) მიიღებს ასეთ სახეს:

 

T1  ტემპერატურაზე V1=V0aT1 , (I) T2 ტემპერატურაზე V2=V0at2 (II)   და თუ (I) გავყოფთ (II)–ზე

მივიღებთ:

 

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: Zabo (08.02.2014)
ნანახია: 2101 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • uCoz Community
  • uCoz Manual
  • Video Tutorials
  • Official Template Store
  • Best uCoz Websites

  • Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz