საკითხი ჩამოვაყალიბე მოკლედ და ადვილი ენით. ამიხსენით ასევე.
ცალ-ცალკე გვაქვს ერთი და იგივე ზომის ორი დამოუკიდებელი ელექტრომაგნიტური სფერო მათი ორთავე პოლუსებით. აქედან ერთ-ერთი მათგანი როგორღაც გადავათრიე და დავასვი მეორეს, ანუ ჩავსვი ერთიმეორეში. რა მოხდება? ქვემოთ შეარჩიეთ პასუხი. თუ აქ ამის განმარტება არ არის, გთხოვთ ჩამოაყალიბოთ და გამომიგზავნოთ. მადლობა.
პასუხი 1: თუმცა უკვე ერთ გარემოში სხედან, ისინი ისევ დამოუკიდებლად არიან პირადი ორივე პოლუსების შენარჩუნებით;
პასუხი 2: მათი ძალწირები და პოლუსები გაერთიანდებიან და მივიღებთ ერთ სფეროს ისევ ორი პოლუსით;
პასუხი 3: ორივე სფერო კვლავ დამოუკიდებლად დარჩება, ოღონდ ერთ-ერთში მოხდება მისი ძალწირების ფორმათა ასიმეტრია;
პასუხი 4: ამ ორი სფეროდან ერთ-ერთის მხოლოდ ერთი პოლუსი დააჯდება მეორის პოლუსს.
გელოდებით.
პატივისცემით,
ეზოთერიკოსი მწერალი
გივი ალაზნისპირელი