აქედან გამომდინარეობს, რომ p1V1=p2V2
ანუ
მოცემული მასის აირის წნევისა და მოცულობის
ნამრავლი მუდმივია, თუ აირის ტემპერატურა უცვლელია.
ეს კანონი მართებულია ნებისმიერი აირისათვის, აგრეთვე აირთა ნარევისთვის
(მაგალითად, ჰაერისთვის). ბოილ – მარიოტის კანონის ჭეშმარიტებაში შეიძლება
დავრწმუნდეთ, 23-ე სურათზე გამოსახული ხელსაწყოს საშუალებით. ჰერმეტული გოფრირებული
ჭურჭელი შეერთებულია
მანომეტრთან, 1 რომლითაც იზომება წნევა ჭურჭელში. 3 ხრახნის ბრუნვისას ჭურჭლის მოცულობა
იცვლება. მოცულობის სიდიდეზე
შეიძლება ვიმსჯელოთ 2 სახაზავის საშუალებით. თუ
ვცვლით მოცულობას და ავითვლით წნევას, დავრწმუნდებით, რომ (2.2) განტოლება სრულდება.
როგორც სხვა ფიზიკური კანონები,
ბოილ – მარიოტის კანონიც მიახლოებითია. იმ წნევის დროს, რომელიც რამდენიმე ათასჯერ
მეტია ატმოსფერულ წნევაზე, ამ კანონიდან გადახრა არსებითი ხდება.
იზოთერმები. აირის წნევის
დამოკიდებულება მოცულობაზე გრაფიკულად გამოისახება მრუდით, რომელსაც იზოთერმა
ეწოდება(სურ.24).
აირის იზოთერმა გამოსახავს უკუპროპორციულ დამოკიდებულებას წნევასა და
მოცულობას შორის. მათემატიკაში ასეთი
სახის მრუდს ჰიპერბოლა ეწოდება. სხვადასხვა მუდმივ ტემპერატურას სხვადასხვა
იზოთერმა შეესაბამება. ტემპერატურის მომატებისას წნევა მატულობს. ამიტომ t2 ტემპერატურის შესაბამისი
იზოთერმა უფრო დაბალი t1 ტემპერატურის
შესაბამის იზოთერმაზე მაღლა მდებარეობს.
ბოილ - მარიოტის კანონის მოლეკულურ-კინეტიკური
განმარტება.
აირის წნევა დამოკიდებულია ჭურჭლის კედელთან მოლეკულების დაჯახებათა
რიცხვზე. დაჯახებათა რიცხვი პროპორციულია მოლეკულების რიცხვისა მოცულობის ერთეულში (n კონცენტრაციისა). აირის მოცულობის შემცირებისას კონცენტრაცია
მატულობს, რადგან
წნევა
პროპორციულია კონცენტრაციისა და,
მაშასადამე, უკუპროპორციულია მოცულობისა: ასეც უნდა იყოს
ბოილ--მარიოტის კანონის მიხედვით.
|