შაბათი, 11.01.2025, 10:01
მოგესალმები სტუმარი
RSS
ფიზიკის სახელმძღვანელოები
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [252]
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
მთავარი » სტატიები » Мои статьи

აბსოლუტური ტემპერატურა
აბსოლუტური ტემპერატურა

გეი-ლუსაკის კანონის  V=V0(1+αt) (2.5) თანახმად, ტემპერატურის დაწევისას აირის მოცულობა ნულისკენ მიისწრაფის, რადგან არ არსებობს უარყოფითი მოცულობა, ამიტომ  ტემპერატურის მნიშვნელობას უნდა გააჩნდეს ქვედა ზღვარი. ზღვრული ტემპერატურა იქნება ის ტემპერატურა, რომლის დროსაც აირის მოცულობა ნულს გაუტოლდება. ეს ზღვრული ტემპერატურა მიღებულია ტემპერატურის აბსოლუტურ ნულად.  აბსოლუტურ ნული ბუნებაში შესაძლო ტემპერატურებიდან ყველაზე დაბალი ტემპერატურაა.

მაშ ასე, ზღვრული ტემპერატურა, რომლის დროსაც იდეალური აირის მოცულობა ნულის ტოლი ხდება, ტემპერატურის აბსოლუტური ნულად ითვლება. მაგრამ რეალური აირის მოცულობა ტემპერატურის აბსოლუტურ ნულზე ნული ვერ გახდება. მაშინ რა აზრი აქვს ტემპერატურის ამ ზღვრულ მნიშვნელობას?

ზღვრულ ტემპერატურას, რომლის არსებობაც გეი-ლუსაკის კანონიდან გამომდინარეობს, აზრი აქვს, რადგან პრაქტიკულად შესაძლოა რეალური აირის თვისებები მივუახლოვოთ იდეალური აირის თვისებებს. ამისთვის უნდა ავიღოთ სულ უფრო და უფრო გაუხშოებელი აირი ისე, რომ მისი სიმკვრივე ნულისკენ მიისწრაფოდეს. ასეთი აირის მოცულობა ტემპერატურის კლებისას მართლაც მიისწრაფის ზღვრული მოცულობისაკენ, რომელიც ახლოსაა ნულთან. მოვნახოთ აბსოლუტური ნულის მნიშვნელობა ცელსიუსის სკალის მიხედვით. თუ (2.5) ფორმულაში V მოცულობას ნულს გავუტოლებთ და გავითვალისწინებთ, რომ


მივიღებთ:

აქედან ტემპერატურის აბსოლუტური ნული

(უფრო ზუსტი მნიშვნელობაა:   -273, 150 C)

ეს ზღვრული ყველაზე დაბალი ტემპერატურაა ბუნებაში. ის „უდიდესი ან უკანასკნელი ხარისხის სიცივეა", რომლის არსებობა ლომონოსოვმა იწინასწარმეტყველა.

კელვინის სკალა. ინგლისელმა მეცნიერმა კალვინმა შემოიღო ტემპერატურის აბსოლუტური სკალა. ნულოვანი ტემპერატურა კელვინის სკალაზე ნულს შეესაბამება, ხოლო თითოეული გრადუსი ცელსიუსის სკალის გრადუსის ტოლია. ამოტომ T აბსოლუტური ტემპერატურა ცელსიუსის სკალის მიხედვით ათვლილ t ტემპერატურასთან დაკავშირებულია ფორმულით:

T=t+273    (2.6)

შედარებისთვის 27-ე სურათზე გამოსახულია აბსოლუტური სკალა და ცელსიუსის სკალა.

SI სისტემაში აბსოლუტური ტემპერატურის ერთეულს კელვინი ეწოდება (აღინიშნება K ასოთი). მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის თვალსაზრისით აბსოლუტური ტემპერატურა დაკავშირებულია ატომების ან მოლეკულების ქაოსური მოძრაობის საშუალო კინეტიკურ ენერგიასთან. როცა T=00 K მოლეკულების სითბური მოძრაობა წყდება. ამის შესახებ დაწვრილებით მოგითხრობთ შემდეგ 3 თავში.

მოცულობის დამოკიდებულება აბსოლუტურ ტემპერატურაზე. კლევინის სკალის მიხედვით გეი-ლუსაკის კანონი (2.5) უფრო მარტივად შეიძლება დავწეროთ;

რადგან , ხოლო (2.6) დან  t = T 273 შეგვიძლია 1+at  წარმოვადგინოთ ასე;

  ამიტომ  (2.5) მიიღებს ასეთ სახეს:

 

T1  ტემპერატურაზე V1=V0 aT1 , (I) T2 ტემპერატურაზე V2=V0 aT2 .(II). 

(I)  გავყოთ (II)–ზე, მივიღებთ:


აქედან გამომდინარეობს, რომ  სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი ერთი და იმავე მასის აირის მოცულობათა შეფარდება ერთი და იმავე წნევის დროს ტოლია აბსოლუტურ ტემპერატურათა შეფარდებისა:

(2.8)


კატეგორია: Мои статьи | დაამატა: Zabo (08.02.2014)
ნანახია: 4285 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
საიტის მეგობრები
  • uCoz Community
  • uCoz Manual
  • Video Tutorials
  • Official Template Store
  • Best uCoz Websites

  • Copyright MyCorp © 2025
    Website builder - uCoz